|
2021-05-13 12:40:46, 513 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციებს გამართავს
თბილისის მერია 18 მაისიდან იმ პროექტების პრეზენტაციას იწყებს, რომელიც 2017 წლიდან დღემდე, შვიდი ძირითადი პოლიტიკის მიმართულებით განახორციელა. ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „2017 წელს ჩვენ თბილისის მოსახლეობამ ოთხი წლის ვადით აგვირჩია. ეს მანდატი წელს ოქტომბერში იწურება. ვასრულებთ ჩვენს უფლებამოსილებას, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა. როდესაც ვმონაწილეობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საზოგადოებას წარმოვუდგინეთ ჩვენი ხედვა, რომელიც შედგებოდა შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან. ეს იყო ის მიმართულებები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა თბილისის მოსახლეობას. ეს იყო ურბანული განვითარების პოლიტიკა, სატრანსპორტო პოლიტიკა, ეკოლოგიური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა. ჩვენ ამ შვიდივე მიმართულებით ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მნიშვნელოვანი რეფორმა წამოვიწყეთ, რომელთაგან ზოგიერთი ახლაც განხორციელების პროცესშია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ამ ოთხი წლის განმავლობაში აკეთებდნენ - ღირსეულად ემსახურებოდნენ, ემსახურებიან და მომავალშიც მოემსახურებიან თბილისს და თბილისელებს“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, დედაქალაქის მოსახლეობა მიიღებს დეტალურ ინფორმაციას, თუ რა პროექტები განხორციელდა აღნიშნული შვიდი მიმართულებით. „მინდა, 18 მაისიდან დედაქალაქის მოსახლეობას წარვუდგინო ერთგვარი ანგარიში, თუ რა გაკეთდა და რა პროექტები განხორციელდა ამ შვიდი მიმართულებით. თითო პოლიტიკას თითო კვირას დავუთმობთ და საზოგადოებას წინასწარ მივაწოდებთ ინფორმაციას, თუ რომელ მიმართულებაზე გვექნება საუბარი. ეს იქნება ერთგვარი ანგარიში თბილისის მოსახლეობის მიმართ. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში ყოველთვის გამოვირჩეოდით აქტიურობით და ვცდილობდით, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პროექტები ხორციელდება დედაქალაქში, რა პრობლემებია, რა იგეგმება სამომავლოდ. ამას გავაგრძელებთ და ეს დამოკიდებულება გვექნება თბილისის მოსახლეობის მიმართ“, - განაცხადა თბილისის მერმა და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, რაც მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობისთვის სამომავლო საქმიანობაში დიდი სტიმულია.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)