|
2021-05-12 14:25:37, 850 ნახვა
სამართალი
იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის, მელიას და უგულავას საჩივრების განხილვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის, ნიკანორ მელიას და გიგი უგულავას საჩივრების განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათივე ცნობით, სამივე საქმე განხილვის საწყის ეტაპზეა და ახლა იწყება მხარეების მიერ მტკიცებულებების წარდგენა. „იუსტიციის სამინისტრო, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, რომელთა ფარგლებშიც მიხეილ სააკაშვილი, ნიკანორ მელია და გიგი უგულავა საქართველოს უჩივიან, პროცედურებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამივე საქმე განხილვის საწყის ეტაპზეა და ახლა იწყება მხარეების მიერ პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა. მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობას სამივე საქმეზე აქვს მყარი არგუმენტები, რომლებსაც ევროპულ სასამართლოში წარადგენს. სამივე მომჩივნის საქმეს - სააკაშვილი, მელია და უგულავა საქართველოს წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლო სტანდარტული პროცედურით განიხილავს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მომჩივნებისგან და საქართველოს მთავრობისგან მიიღებს 2-2 წერილობით პოზიციას მტკიცებულებებთან ერთად და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას გამოიტანს. მხარეების მიერ პოზიციების გაცვლას და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას, სულ მცირე, 2 წელი დასჭირდება. მიხეილ სააკაშვილი დავობს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების გამო მის მიმართ დამდგარი განაჩენი ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება. ევროპული სასამართლო საკუთარ კორესპონდენციაში უთითებს, რომ ეს სწორედ ის საქმეა, რომელზეც თავად სტრასბურგის სასამართლომ დაუდგინა საქართველოს დარღვევა 2011 წლის 26 აპრილს საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“. სააკაშვილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოა საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც დადასტურდა, რომ 2005 წლის 14 ივლისს პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის, სასტიკი ცემა მიხელ სააკაშვილის პირადი დავალებით განხორციელდა, რის გამოც მას მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნიკანორ მელიას მტკიცებით, 2021 წლის 23 თებერვალს მისი დაკავება არ შეესაბამება ევროპული კონვენციის მოთხოვნებს. სასამართლო საქართველოსთვის გამოგზავნილ კორესპონდენციაში აღწერს, რომ მელიას დაკავებას წინ უძღოდა 2020 წლის 1 ნოემბერს მის მიერ სამაჯურის მოხსნა და შემდეგ გირაოს გადახდაზე უარის თქმა, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გიგი უგულავა საჩივარში დავობდა საქართველოში მის მიმართ დასრულებულ და მიმდინარე ყველა სისხლის სამართლის საქმეზე: 1) ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის ეპიზოდი, რომლის ფარგლებში უგულავა მსჯავრდებულია სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით მითვისება-გაფლანგვისთვის; 2) ე.წ. რიყის ეპიზოდი; 3) ე.წ. თბილსერვისჯგუფის ეპიზოდი, რომლის ფარგლებშიც უგულავა მსჯავრდებულია უფლებამოსილების გადამეტებისთვის; 4) 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, რომლის ფარგლებშიც უგულავა ბრალდებულია ძალადობის გამო. 2021 წლის მდგომარეობით სტრასბურგის სასამართლო განიხილავს 64 850 საქმეს. ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა საქართველოს მიმართ შესული საჩივრების რაოდენობა. კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმოებაში იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3045 საქმე, ხოლო 2020 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ 532 საქმეს განიხილავს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
თბილისობა წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
სურსათის ერვონულმა სააგენტომ ბაღების საკვებიდან ამოღებულ არცერთ ნიმუში დარღვევა არ დადასტურდა
ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა - პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)