08:16 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-08 13:45:58, 1670 ნახვა

მსოფლიო
„ფაიზერის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა მათი ვაქცინა აღარ შეუკვეთეს

კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელის, ალბერტ ბურლას განცხადებით, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა მათი ვაქცინა აღარ შეუკვეთეს.

როგორც ბურლამ „ფაიზერის“ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა,  საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების უმეტესობამ კონტრაქტის დადება სხვა ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან ამჯობინა.

„ჩვენ დავუკავშირდით ყველა სახელმწიფოს და ვთხოვეთ, შეკვეთა დაადასტურონ, რათა მათთვის დოზები გამოგვეყო. მდიდარმა ქვეყნებმა დოზების უმეტესობა შეუკვეთეს. შევშფოთდი და პირადად მივწერე დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ლიდერებს, ასევე დავურეკე ტელეფონით და მოვუწოდე, შეეკვეთათ დოზები, რადგან რაოდენობა შეზღუდულია“, - განაცხადა ალბერტ ბურლამ.

კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ „ფაიზერის“ ტექნოლოგია ჯერ გამოუცდელია, ან ის, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა არჩევანი ადგილობრივი წარმოების ვაქცინებზე გააკეთეს.

მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა საერთოდ არ დაამტკიცეს.

აღსანიშნავია, რომ ალბერტ ბურლამ წერილი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მზად არიან, ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმებას დაუჭირონ მხარის, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინების წარმოებისთვის საჭირო ფორმულა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics