|
2021-05-05 11:24:19, 689 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართველი მწარმოებლებისთვის ონლაინ სემინარი „გერმანიის ღვინის ბაზარი“ გაიმართა
სემინარში, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ff.k Public Relations" ექსპერტები უძღვებოდნენ, 40-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა. ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ გერმანიის ღვინის ბაზრის სტრუქტურას, გერმანიის მსხვილ იმპორტიორებს, ბიზნესპარტნიორთა მოძიების მეთოდებს, მომხმარებლის პრიორიტეტებს, შეეფასებინათ წარმოების ძლიერი და სუსტი მხარეები, ექსპორტის პოტენციალი და ბარიერები. სემინარზე განხილული საკითხები ქართული ღვინის მწარმოებლებს გერმანიის ბაზარზე ექსპორტის გაზრდასა და დამკვიდრებაში დაეხმარება. გერმანული კომპანიასთან „ff.k Public Relations" ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და „ff.k Public Relations"-ის ორგანიზებით, გერმანიაში გაძლიერდება ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია სხვადასხვა მედიაპლატფორმების გამოყენებით, დაგეგმილია ქართული ღვინის არაერთი დეგუსტაცია, ქართული ღვინოები მონაწილებას მიიღებენ სხვადასხვა კონკურსში, დაგეგმილია ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ვიზიტები საქართველოში. გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. იგი ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა. გასულ წელს, საქართველოდან გერმანიაში 700 ათასამდე ღვინის ბოთლის ექსპორტი განხორციელდა (ზრდა 4%). ექსპორტი მზარდია 2021 წელსაც - 4 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 230 ათასი ბოთლი (ზრდა 1%). ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია, ასევე, აშშ, ჩინეთი, პოლონეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)