|
2021-04-28 18:36:15, 559 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - ზოგიერთ ექიმს ანაზღაურება თვეში აქვს 300 ლარი, ზოგიერთს 120 ათასი, დამეთანხმებით, რომ ეს არის უსამართლო
ზოგიერთ ექიმს ანაზღაურება თვეში აქვს 300 ლარი და ზოგიერთ ექიმს 120 ათასი ლარი. თქვენც დამემოწმებით, რომ ეს არის უსამართლო, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ანაზღაურება არ ეფუძნება მხოლოდ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს. „ვთვლი, რომ ექიმების ხელფასი უნდა იყოს გაცხადებული, რადგან ალბათ ამის ვალდებულებაც გამაჩნია. ჩვენი ექიმების ანაზღაურება არის რადიკალურად ასიმეტრიული და თანხები, რომლესაც დავასახელებ არ შემეშლება. ზოგიერთ ექიმს ანაზღაურება თვეში აქვს 300 ლარი და ზოგიერთ ექიმს 120 ათასი ლარი. თქვენც დამემოწმებით, რომ ეს არის უსამართლო, ეს არ არის მხოლოდ ექიმის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობილი. ვთვლი, რომ ეს გარემო არის ყურადღებამისაქცევი და შესაბამისი ღონისძიებები არის გასატარებელი, რათა 300-ლარიან ექიმსაც აქვს უფლება ხალათი, რომელიც აცვია, ღირსეულად ეცვას, იყოს ისევე დაფასებული, როგორც ის ექიმი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს პირობებში სრულიად სამართლიანად აქვს თვეში 120 ათასლარიანი შემოსავალი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)