|
2021-04-28 18:32:43, 520 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: შრომის ინსპექციის სამსახური მძლავრი და ქმედითი უწყებაა, რომლის საქმიანობა პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე
პლენარულ სხდომაზე, ეკატერინე ტიკარაძემ შრომის ინსპექციის სამსახურის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შრომის ინსპექციის სამსახური მძლავრი და ქმედითი უწყებაა, რომლის საქმიანობა პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე. „პანდემიის მართვაში აქტიური ჩართულობის პარალელურად, შრომის ინსპექციის სამსახური უწყვეტად ასრულებდა მის ძირითად საქმიანობას, რომელიც შრომის უსაფრთხოების გარდა, უკვე შრომითი უფლებების დაცვასაც ემსახურება. შრომითი დისკრიმინაცია, გენდერულ ჭრილში შევიწროვება, იძულებითი შრომა და შრომითი ექსპლუატაცია ის აქტუალური საკითხებია, რომლებზე ზედამხედველობის პასუხსიმგებლობა აიღო შრომის ინსპექციის სამსახურმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთოხების ინსპექტირების გაძლიერების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევები და ფატალური შედეგები. გასულ წელს, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მიუხედავად, არ შეჩერებულა სამშენებლო სექტორის საქმიანობა, რომელიც შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველაზე მეტ რისკებს მოიცავს. • 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა შემცირებულია 27 %-ით. • ხოლო, სამუშაო გარემოში გარდაცვალების მაჩვენებელი 75%-ით. მინდა აღვნიშნო, რომ შრომის ინსპექციის სამსახური არ წარმოადეგენსდამსჯელობით ორგანოს. არამედ, იგი ზედამხედველობას უწევს და მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნეს-სექტორთან, რომელთანაც ქტიურად ახორციელებს საკონსულტაციო და ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს. მსგავსი პარტნიორული დამოკიდებულების შედეგად დადგინდა, რომ წარსულში შემოწმებული ობიექტების ხელმეორე გადამოწმებისას, მათი უმრავლესობა პროტოკოლისდაცვითახორციელებდასაქმიანობას. უსაფრთხო და ღირსეული შრომითი გარემოს უზრუნველყოფა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა, რომლის აღსრულებისთვის ჩვენ კიდევ უფრო მტკიცე ნაბიჯებს გადავდგამთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)