|
2021-04-28 11:49:22, 583 ნახვა
საზოგადოება
1-ელი მაისიდან ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება
პირველი მაისიდან საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ გამზირებსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 2009 ადგილია განკუთვნილი. „თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგისგამზირებზე, ზურაბ ანჯაფარიძის, მიხეილ შავიშვილის, ვარლამ თოფურიას, მარიჯანის, დავით თავხელიძის, პეტრე ქავთარაძის, ირინე სხირტლაძის, კალისტრატე ქუთათელაძის, მიხეილ ასათიანის, ანა ანტონოვსკაის, გიო ხუციშვილის, იონა ვაკელის, ასევე, ტანძიის, ოთარ ჭილაძის, ტაშკენტის, ადამ მიცკევიჩისა და ჯანო ბაგრატიონის ქუჩებზე. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებმა ან უძრავი ქონების მფლობელმა პირებმა, უფასო პარკირებისთვის, რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე - www.tp.ge, სადაც ID ბარათის ელექტრონულ წამკითხველში დაფიქსირების შემდეგ, აღინიშნება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მისი საკადასტრო კოდი. აპლიკაციის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელი შეძლებს, საკუთარი სატრანსპორტო საშუალება თავისივე საკადასტრო კოდს დაუკავშიროს. ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირების მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე, განთავსებულია ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოქალაქეები საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირებას შეძლებენ. ზონალური პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან იმ პირებს, რომელთაც აღნიშნულ ტერიტორიაზე უძრავი ქონება გააჩნიათ, უფლება აქვთ, მათ მიერ გათვალისწინებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე უფასო პარკირებით ისარგებლონ. ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა ჩამოტვირთონ მობილური აპლიკაცია -Tbilisi Parking, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით, ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე, მოცემულია რუკა, სადაცზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული. ზონალური პარკირების ფარგლებში, მოქალაქეებისთვის პარკირება ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი ეღირება, ხოლო პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა. პარკირება ასევე, უფასოა შშმ პირებისა და ელექტრომობილის მფლობელებისთვის“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)