|
2021-04-27 10:36:47, 463 ნახვა
საზოგადოება
მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში სპორტული კვირეული გაიხსნა
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში სპორტული კვირეული გაიხსნა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ლელა ჩიქოვანმა და კობა კობალაძემ შეჯიბრში მონაწილე სამხედროებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს. სპორტული კვირეული, დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მონაწილეობით პარაფრენბურთით გაიხსნა. თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეჯიბრში მონაწილეობას თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ომის ვეტერანებიც იღებენ. შეჯიბრებები პარაფრენბურთში, ტექბოლში, ველორბოლა-პარაველოში, პისტოლეტით სროლაში, მკლავჭიდში, ნიჩბოსნობაში, პარაკალათბურთში და სხვა სპორტულ სახეობებში გაიმართება. ღონისძიების მიზანი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ცნობადობის ამაღლება, თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის წინაშე მათი დამსახურების წარმოჩენა და რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას მუდმივად უჭერს მხარს. თავდაცვის უწყება სისტემატიურად უზრუნველყოფს მათ ჩართულობას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში.
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)