07:05 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-18 13:11:04, 815 ნახვა

მსოფლიო
Times-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი შავ ზღვაში სამხედრო ხომალდებს გაგზავნის

დიდი ბრიტანეთი შავ ზღვაში სამხედრო ხომალდებს გაგზავნის, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა.

გამოცემა წერს, რომ უკრაინის სანაპიროზე სამხედრო ხომალდების გაგზავნა არის კიევის და ნატო-ს რეგიონული მოკავშირეების მიმართ სოლიდარობის ნიშანი მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდების გაგზავნის გადაწყვეტილება შეცვალა.

ასევე ცნობილია, რომ სამხედრო გემები შავ ზღვაში მაისის თვეში შევა და დაძაბულობის გაზრდის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი მზადაა რეგიონში სხვა სამხედრო ტექნიკაც გაგზავნოს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი შავი ზღვის რეგიონში 15 სამხედრო ხომალდის განთავსებას გეგმავს, რაც კრემლის განცხადებით დროებითი თავდაცვითი სწავლებაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics