|
2021-04-16 18:17:08, 537 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების წარმოებაში ჩვენ მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების წარმოებაში ჩვენ მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება. როგორც დავითაშვილი აცხადებს, 2020 წელს მნიშვნელოვანი ზრდა იყო მარცვლეულ კულტურებში, რაც რამდენიმე ფაქტორთან არის პირდაპირ კავშირში. „ჩვენ გავაგრძელებთ მხარდამჭერ ღონისძიებებს იმისათვის, რომ უფრო მდგრადი იყოს ჩვენი წარმოება და პერსპექტივაში, მეტი იყოს როგორც მარცვლეული, ისე ბოსტნეული კულტურები არა ექსტენციურად ფართობების ზრდის, არამედ, ინტენსიურად მწარმოებლების ზრდის ხარჯზე. ეს ტენდენცია უკვე ჩანს, რაც გამოწვეული შესაძლებლობების ზრდით. რამდენიმე წელიწადში, შემნახველი და საშრობი ინფრასტრუქტურის პირობებში, სრული სათესლე მასალის გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ცნობისთვის, დღეს „საქსტატმა“ 2020 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში დადებით ტენდენციებს ასახავს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)