|
2021-04-16 11:14:56, 460 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ევროპის ტყის რიგით მე-8 ონლაინ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროპის ტყის რიგით მე-8 ონლაინ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრმა ტყის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე და სექტორის განვითარების კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა ყურადღება ქვეყანაში ტყის სექტორის რეფორმირების პროცესზე, ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის მნიშვნელობასა და ქვეყნის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ხელშეწყობის საკითხზე გაამახვილა. „მადლობას ვუხდი პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებს ტყის სექტორის რეფორმირების პროცესში აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. გარემოს დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილება მსოფლიო გამოწვევას წარმოადგენს, რაც პირდაპირკავშირშია ტყის მდგრად განვითარებასთან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილების შერბილებაში ეფექტიანი წვლილი შევიტანოთ და ტყის მდგრადი განვითარებით დავიცვათ ქვეყნის მწვანე საფარი და გარემო“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ევროპის ტყის ონლაინ მინისტერიალს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა მასპინძლობდა. მინისტერიალის ფარგლებში,ლევან დავითაშვილმა, კოლეგებთან ერთად, ხელი მოაწერაბრატისლავას მინისტერიალის რეზოლუციას და ბრატისლავას მინისტერიალის დეკლარაციას.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)