|
2021-04-15 13:48:03, 508 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილმა საქართველო-თურქეთის სოფლის მეურნეობის III ონლაინ კომიტეტი მისასალმებელი სიტყვით გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა საქართველო-თურქეთის სოფლის მეურნეობის III ონლაინ კომიტეტი მისასალმებელი სიტყვით გახსნა. გიორგი ხანიშვილმა ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორულ თანამშრომლობაზე და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტებზე. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიმართულებით ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პერსპექტივები არსებობს და აკვაკულტურის, მცენარეთა დაცვის, ცხოველთა ჯანდაცვისა და სამეცნიერო მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების სურვილი გამოთქვა. თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის მინისტრის მოადგილე აკიფ ოზქალდის განცხადებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება თვალსაჩინოა. აკიფ ოზქალდიმ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობაზე და საქართველოში წარმოებისა და სამეცნიერო მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)