14:58 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-15 13:23:06, 709 ნახვა

საზოგადოება
17 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან, რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ლიდერის, ალექსანდრე პაიკიძის განცხადებით, 17 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართება.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არ იქნება ერთდღიანი აქცია და პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საკითხის ცივილური ფორმებით გადაწყვეტა.

„შაბათს, 18.00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან რიონის მცველების მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართება. ეს არ გახლავთ ერთი რომელიმე ორგანიზაციის აქცია, აბსოლუტურად სახალხო იქნება იმ ხალხის მხარდაჭერა, რომელთა უფლებები უკვე რამდენიმე თვეა იზღუდება. ყველას მოგიწოდებთ მობრძანდეთ, გამოვუცხადოთ ჩვენი სოლიდარობა. ეს არ იქნება ერთდღიანი აქცია, ეს პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე რიონის ხეობის მცველები და სახელმწიფო არ დაუბრუნდება იმ პირობებს და მოთხოვნებს, რომელიც ხეობის მცველებმა დააყენეს, საუბარია დიალოგზე. შესაბამისად, ეს ერთდღიანი პროცესი არ იქნება. შაბათს დაიწყება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ მოხდება ამ საკითხის ნორმალური, ცივილური ფორმებით გადაწყვეტა“, - განაცხადა ალექსანდრე პაიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის მშენებლობის წინააღმდეგ რიონისპირა სოფლების მცხოვრებლებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დააფუძნეს და გიგანტური ჰესის მშენებლობას ამ დრომდე აპროტესტებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics