|
2021-04-14 16:57:10, 816 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში მონიტორინგის შედეგად რისკები შემცირებულია
მონიტორინგის შედეგად რისკები ბევრად უფრო შემცირებულია, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყერსაშიშ ზონასთან დაკავაშირებით განაცხადა. ბენდელიანმა ჟურნალისტებთან ვაშლიჯვრის ფერდობზე არსებულ მეწყერსაშიშ ზონაში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. „სამუშაოები, რაც ბოლო კვირების განმავლობაში განხორციელდა ისაა, რომ მოხდა დიდი მოცულობის მიწის მასის მოხსნა, რაც გულისხმობს უშუალოდ მეწყერის ტანის შემცირებას. მიზანი იყო, რომ მეწყრული არეალიდან დატვირთვა მოგვეხსნა, რომ მეწყერული მასის გადაადგილება შეგვემცირებინა. ასევე მოხდა მოჭრილი მიწის მასით ე.წ. წინაღობის შექმნა. ასევე კონკრეტული ჭაბურღილები გაკეთდა, სადაც შესაბამისი სითხით ცემენტიზაცია განხორციელდა. ამის მიზანი იყო, რომ ხახუნის ძალა კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა. ასევე მოხდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ის, რომ დაყენდა მონიტორინგის სისტემა და ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ მუდმივ რეჟიმში ვაკონტროლოთ არსებული ვითარება. რისკები დღეს ბევრად უფრო მეტად შემცირებულია, ვიდრე სამი კვირის წინ იყო, მონიტორინგის და დაკვირვების შედეგია“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)