|
2021-04-13 17:25:59, 758 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, შპს „ოცნება-2“ დალუქა
შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, შპს ,,ოცნება-2“ დალუქა. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, სამართალდარღვევის სქემით მოქმედი, ერთსა და იმავე მისამართზე საქმიანობის განმახორციელებელი სამი იურიდიული პირი ჯამში 30 000 ლარით დაჯარიმდა. „შრომის ინსპექციამ, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, თბილისში, კოსტავას #25-ში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინა და შპს ,,ოცნება-2" დალუქა. აღნიშნულ მისამართზე შრომის ინსპექციამ 1 აპრილს შპს„მარგი“ დააჯარიმა, რის შემდეგაც იურიდიული პირის დასახელება შეიცვალა და იგივე მისამართზე საქმიანობა შპს„ოცნება 2“-მა გააგრძელა, რომელიც 7 აპრილს დაჯარიმდა. სამართალდარღვევის სქემით მოქმედი, ერთსა და იმავე მისამართზე საქმიანობის განმახორციელებელი სამი იურიდიული პირი ჯამში 30 000 ლარით დაჯარიმდა. უკვე დღეს მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანების საფუძველზე, ობიექტზე მესამე პირთა შესვლა შეიზღუდა და მთავრობის #322 დადგენილების განმეორებით დარღვევის გამო, შპს ,,ოცნება-2"-ის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა“, - ნათქვამია შრომის ინპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)