|
2021-04-13 12:44:51, 503 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციას INL-ის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიურომ (INL) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადასცა. უწყების განმარტებით, თანამედროვე აღჭურვილობა ხელს შეუწყობს ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდას. „აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე, აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს დირექტორი - რებეკა ჰანტი და სხვა წარმომადგენლები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ოჯახში ძალადობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, ტრეფიკინგის და სხვა მიმართულებებით“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)