14:45 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 12:34:11, 589 ნახვა

საზოგადოება
16 აპრილამდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი, აღმოსავლეთში კი წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 აპრილის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 აპრილს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 16 აპრილამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13 აპრილს დასავლეთ საქართველოში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოში კი +12, +17 გრადუსი იქნება.

მათივე ცნობით, 14-16 აპრილს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 13 აპრილს +14, +16, ხოლო 14-16 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics