|
2021-04-12 18:28:39, 753 ნახვა
საზოგადოება
ალასანიას ქუჩაზე სკვერი მოეწყო
საბურთალოს რაიონში, ალასანიას ქუჩა N36-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო. პროექტის შედეგად, 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო LED განათების ქსელი, საჩრდილობელი, საფეხმავლო ბილიკები და საპარკე სკამები. ასევე, ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა. დასრულებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ დაათვალიერეს. „ამ დასახლებაში ეს ყველაზე დიდი სივრცეა, სადაც შესაძლებელი იყო სკვერის მოწყობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთადგილობრივი მცხოვრებლებისთვის კეთილმოწყობილი, ლამაზი სივრცე შეგვექმნა. ვფიქრობ, ძალიან კარგი სკვერი გამოვიდა, სადაც მოსახლეობა დასვენებას, ბავშვები კი გართობას შეძლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სამუშაოები კომპანიამ „გრინსერვისი+“ შეასრულა. პროექტი საბურთალოს ბიუჯეტიდან 136 618 ლარით დაფინანსდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)