14:41 - 22 Oct, 2026
|
2021-04-12 15:21:23, 548 ნახვა
საზოგადოება
კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა - მსახიობი რეანიმაციაში რჩება
მსახიობი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც „ექსპრესნიუსს“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა, მსახიობი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება „კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ. შეგახსენებთ, რომ მსახიობ კახი კავსაძეს ნოემბერში კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მსახიობი კვლავ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს, სადაც ის უკვე ერთ თვეზე მეტია მკურნალობს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)