|
2021-04-10 16:53:04, 712 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ნაძალადევის მაჟორიტარ დეპუტატთან მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეხვდნენ. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, დევნილების მთავარ მოთხოვნას საცხოვრებლით უზრუნველყოფა წარმოადგენს. „აღნიშნული ოჯახები მართლაც მძიმე პირობებში ცხოვრობენ, ამიტომ მათი მოთხოვნა ჩვენთვის სავსებით გასაგებია. წლების განმავლობაში თბილისში დევნილებისთვის ბინის გადაცემა მთავრობის განკარგულებით იყო აკრძალული, რამაც პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა. 2013 წლიდან ეს შეზღუდვა მოიხსნა, რის შედეგადაც მხოლოდ თბილისში, ათასობით ოჯახს უკვე გადავეცით ბინა და ეს პროცესი გრძელდება. დღეს, ადგილზე ვიმყოფებოდით და დევნილებს კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ მათი და მსგავს პირობებში მცხოვრები ოჯახების, უახლოეს პერიოდში განსახლების მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. ბოლო 8 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი 23 000-მდე დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა, მომდევნო 4 წელიწადში კი, დამატებით 13 000 ოჯახი განსახლდება. შეხვედრები თბილისში, ყოფილი სასტუმროების „ოქროს საწმისისა“ და „უშბას“ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთანაც გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)