14:26 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-09 14:25:52, 823 ნახვა

საზოგადოება
ტელეკომპანია „ფორმულაში“ აცხადებენ, რომ მათ ჟურნალისტებზე თავდასხმა მმართველი გუნდის რიტორიკას უკავშირდება

ეს არის გაგრძელება ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის და ძალადობრივი გარემოსი, - ასე ეხმაურებიან ტელეკომპანია „ფორმულაში“ მათ ორ თანამშრომელზე თავდასხმას.

როგორც ტელეკომპანიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ განაცხადა, მათ ჟურნალისტებზე თავდასხმა მმართველი გუნდის წარმომადგენლების რიტორიკას უკავშირდება.

„ეს არ იყო ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა, მანქანიდან არც არაფერია ამოღებული. ადგილე მივიდა პატრული, თუმცა არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, რა ხდება გამოძიების მიმდინარეობაზე“ - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „ფორმულამ“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ გუშინ, ღამის საათებში მის ორ ჟურნალისტს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ ჟურნალისტს მანქანა დაუმტვრიეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics