14:39 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-09 12:54:02, 670 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, გავრილოვს არ მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში

სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, გავრილოვს არ მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპაციის თემა ყველაზე საკრალურია და ამ თემასთან დაკავშირებით არ უნდა ისმოდეს აბსურდული ბრალდებები ერთმანეთის მიმართ.

„აღარ გავუსვამ ხაზს იმას, რომ ოკუპაციის თემა ყველაზე საკრალური თემაა, და, მაშასადამე, ამ თემასთან დაკავშირებით არ უნდა ისმოდეს  აბსურდული ბრალდებები ერთმანეთის მიმართ: "არაფერს აკეთებენ" ან „ენგურის ხიდი ჩაკეტეს" - განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან კარგად ვიცით, ვინ ჩაკეტა ენგურის ხიდი და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი.

მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. ასეთი სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

უმწვავესი საკითხების გადაწყვეტა მოითხოვს ამ პროცესში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას, მათი პოზიციების დაფიქსირებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ პოპულიზმითა და მოკლევადიანი პოლიტიკური ლოზუნგებით კი არა, შეჯერებული პოზიციებით და გონივრული კომპრომისებით გადაწყდეს ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტები.  ამ საკითხიებისადმი მიდგომა წარმოაჩენს პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებელობას ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics