|
2021-04-09 12:06:23, 700 ნახვა
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი - გთხოვთ სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი ვცეთ დღევანდელ დღეს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა მხოლოდ მემორიალთან ტიტების მიტანით არ გამოიხატება. პრეზიდენტმა სთხოვა საზოგადოებას, სიჩუმით, სიდინჯითა და ერთიანობით დღევანდელი დღის პატივისცემა. „9 აპრილის გმირების მიმრთ პაივისცემა არ გამოიხატება ტიტების მიტანით და არ გამოიხატება მხოლოდ იმით, რომ აქ მოვდივართ ამ დღეს. გამოიხატება იმაში, რომ თუ ჩვენ პატივს ვცემთ 9 აპრილის სულისკვეთებას და ეს არის ერთიანობა, სიდინჯე, ეს არის დამოუკიდებლობის მიმართ ბოლომდე შეგნება იმის, თუ რას ნიშნავს ეს. ამიტომ გთხოვთ, სიჩუმით, სიდინჯით და ყველამ ერთად, ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)