|
2021-04-08 16:29:20, 387 ნახვა
საზოგადოება
თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული შენობის გამაგრება მიმდინარეობს
დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის გამაგრება. თევდორე მღვდლის ქუჩა N42-ში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში 17 ოჯახი ცხოვრობს. შენობის ავარიულობის საკითხი მოსახლეობას მრავალი წელია პრობლემას უქმნის. პროექტის დასრულების შემდგომ, მათ უსაფრთხოდ და კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობა ექნებათ. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აივნებს და შეიცვლება დაზიანებული კარ-ფანჯარა. ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. პროექტი დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 280 000 ლარია გამოყოფილი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)