|
2021-04-08 15:33:30, 540 ნახვა
საზოგადოება
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექთნის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ცრუ ჩვენების მიცემა სავარაუდოდ, უფროსებმა დაავალეს
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექთნის, თეა გზირიშვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ცრუ ჩვენების მიცემა სავარაუდოდ, უფროსებმა დაავალეს. როგორც ის აღნიშნავს, თეა გზირიშვილი კლინიკაში სხვა მიმართულებით მუშაობდა და იმუნიზაციის პროცესში მოულოდნელად ჩართეს. „შეიძლება, დაავალეს უფროსებმა ასე თქვიო, თორემ ჩემმა შვილმა ნემსი გაუკეთა ნორმალურად, ხელები დაიბანა. ექიმის გასინჯული ექთანი შემოვიდა და აცრა გაუკეთა. თვითონაც გაიკეთა. შეცდომა არ დაუშვია ჩემს შვილს. ალბათ, უფროსებმა დაავალეს ასეო თქვი და იმანაც თქვა. რაშია ჩემი შვილი დამნაშავე, უფროსები არიან დამნაშავეები, ჩემი შვილი პროცედურის ექთანი იყო ბავშვთაში, რა უფლება ჰქონდათ, კიდევ სადმე დაენიშნათ? მოემზადებინათ სხვა ექთანი, ტრეინინგები, თუ რა სიკვდილია, ჩაეტარებინათ და გაეშვათ ის“, - განაცხადა მაყვალა გზირიშვილმა. ცნობისთვის, პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ორ ექიმსა და ექთანს ბრალი წარუდგინა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)