|
2021-04-08 13:24:05, 571 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი: ხალხს ისევ აქვს შიში, ღიად გამოხატოს ოპოზიციის მხარდაჭერა - უნდა გამოვიდეთ 15 მაისს და მოვითხოვოთ ახალი არჩევნები
პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ აქციაში აქტიურად არის ჩართული. როგორც ოქრიაშვილი აღნიშნავს, საზოგადოება უნდა გავიდეს 15 მაისის აქციაზე და მოითხოვოს ახალი არჩევნები, რათა თავიდან იქნეს არიდებული რევოლუციური მუხტის დაგროვება ქვეყანაში. „მინდა, გამოვეხმაურო მაისში დაგეგმილი აქციის სამზადისს. ამ პროცესში აქტიურად ვარ ჩართული, არამარტო ჩემი სამაჟორიტარო ოლქის, არამედ მთელის საქართველოს მასშტაბით. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი, რომ ჩვენ გვაქვს პარტია, „პროგრესი და თავისუფლება“ და ვეცდებით ჩვენი მხარდამჭერების დარწმუნებას, რომ გამოვიდნენ და ჩვენთან ერთად დააფიქსირონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია 15 მაისის მშვიდობიან აქციაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არათუ ვემხრობი, არამედ რევოლუციების წინააღმდეგი ვარ. ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი, გარდა ხელისუფლების წნეხისა და პანდემიისა, თუ რატომ არ გამოდის ხალხი მასობრივად ქუჩაში, ეს არის არეულობისა და რევოლუციის შიში. თუმცა, ვფიქრობ, სამოქალაქო პროტესტი სწორედ რევოლუციის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო. რევოლუციას აქვს თავისი ფორმულა - როცა ხალხს აღარ სურს ისეთ სიდუხჭირეში ცხოვრება, როგორშიც ახლაა, მაგრამ ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, ვითარება უკეთესობისკენ შეცვალოს, გროვდება რევოლუციური მუხტი. დემოკრატიულ საზოგადოებაში არჩევნები არსებობს იმიტომ, რომ რევოლუციები არ მოხდეს. სწორედ ამიტომ უნდა გამოვიდეთ 15 მაისს და ერთად მოვითხოვოთ ახალი არჩევნები, რათა ავირიდოთ თავიდან რევოლუციური მუხტის დაგროვება ქვეყანაში“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა. ამასთანავე, კახა ოქრიაშვილი პოლიტიკური პარტიების რეიტინგს აფასებს და აცხადებს, რომ საზოგადოებას კვლავ აქვს შიში, ღიად გამოხატოს ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა. შიში, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანაში, ისევ არსებობს და შესაძლოა, მეტადაც კი დამყარდა. შიშის დამყარების პროცესი ძალიან სწრაფად 2018 წლიდან დაიწყო. „ოცნების“ ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაინახა, რომ შესაძლოა, დამარცხებულიყო და შემდეგ დაეკარგა ძალაუფლება - სწორედ ამის შემდეგ გადავიდნენ შიშის დანერგვაზე, რაც ძალიან სამწუხაროა! მინდა აღვნიშნო, რომ ოპოზიციურ სპექტრში წამყვანი ძალა ნაციონალური მოძრაობაა, რომელმაც 2004-დან 2012 წლამდე ეკონომიკისა და რეფორმების კუთხით, ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ამ ყველაფერს მოყვებოდა დიდი ნეგატივი და ჩავარდნები ადამიანის უფლებებისა და ტერორის კუთხით. თუმცა დღეს ვართ მომსწრე, რომ ძალადობასა და ტერორში, „ქართული ოცნება“ დაეწია და გაუსწრო კიდეც „ნაციონალურ მოძრაობას“. დღეს ვერც ბატონ სააკაშვილს და ვერც ბატონ ივანიშვილს ვერავინ აუკრძალავს პოლიტიკაში ჩართვას. თუმცა თუ ბატონი ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, მაშინ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დღეს მიმდინარე პროცესებსა და შედეგებზე, ზუსტად იმავეს ვიტყვი ბატონ სააკაშვილზე. ისე არ გამოვა, რომ ყველაფერი გადაწყვიტონ და პასუხი არაფერზე აგონ“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)