20:46 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 13:19:39, 411 ნახვა

საზოგადოება
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ დოკუმენტს ხელი სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და ცენტრის დირექტორმა ნინო ჭიპაშვილმა მოაწერეს. თანამშრომლობის შედეგად, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსს გაივლიან.

„სასწავლო კურსი სამკვირიანია და პროექტის განხორციელებით, მსჯავრდებულები საბაზისო ცოდნას ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიების შესახებ მიიღებენ. რეგიონული ტექნოპარკებისა და ინოვაციების ცენტრების პერსონალის ჩართულობით გაიმართება ონლაინ შეხვედრები და პირველ ეტაპზე გადამზადდება 15 მსჯავრდებული CorelDraw-სა და 3D დიზაინში.

„მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ მიზანია მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადება-გადამზადება და დასაქმება. მსგავსი ინიციატივები და აქტივობები კი მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ მათ დასაქმებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics