2021-04-07 13:13:26, 478 ნახვა
პოლიტიკა
საია 20 ივნისს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების სახელით ევროპულ სასამართლოს მიმართავს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 20 ივნისის დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების სახელით ევროპულ სასამართლოს მიმართავს.
როგორც საია-ს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღიშნული, 2021 წლის 7 აპრილს საიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან ერთად ევროპულ სასამართლოში 2 ახალი საჩივარი გააგზავნა.
„საჩივრები 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 22 პირის, მათ შორის, მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირის, მედიის 11 წარმომადგენლისა და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი 1 პირის მიმართ, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება“ , - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან