|
2021-04-07 12:46:51, 597 ნახვა
საზოგადოება
„ვითიბი“ წყალტუბოს სამგურალის #1 ქომაგი გახდა
„ვითიბი“, როგორც ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი, საფეხბურთო კლუბ წყალტუბოს სამგურალის გენერალური სპონსორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი ბანკის“ პრესსამსახური ავრცელებს. „ბანკსა და წყალტუბოს სამგურალს შორის გაფორმებული მემორანდუმი, კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს, ხელი საფეხბურთო კლუბ სამგურალის პრეზიდენტმა, მიხეილ იაშვილმა და ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ კონცელიძემ მოაწერეს. „უკვე 4 წელზე მეტია, რაც ვითიბი ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი და მხარდამჭერია. პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ქართული ფეხბურთის, როგორც ლიდერი სპორტის სახეობის, ხელშეწყობა. ჩვენ გვჯერა ქართული ფეხბურთის წარმატების და ამიტომ მხარს ვუჭერთ მის წინსვლას და განვითარებას“, - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ კონცელიძემ. „ მინდა მადლობა გადავუხადო ვითიბის ნდობისა და მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ პარტნიორთან ერთად, კიდევ მრავალი წარმატების აღნიშვნას შევძლებთ“ - მიხეილ იაშვილი. საფეხბურთო კლუბ სამგურალის პრეზიდენტი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)