|
2021-04-07 12:01:58, 618 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის უფრო მეტი გავაკეთო
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ყოველდღიური შრომით, თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის უფრო მეტსგააკეთებს. „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის, გზავნილებისთვის, კომენტარებისთვის, რომელსაც კლინიკაში ყოფნის პერიოდში ვიღებდი. ეს დადებითი ემოცია და ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის. კიდევ ერთხელ პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომდევნო პერიოდში, ყოველდღიური შრომითა და ზრუნვით უფრო მეტი გავაკეთო თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის. რა თქმა უნდა, ხაზი მინდა გავუსვა იმ თანადგომასა და მხარდაჭერას, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვგრძნობდი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უწმინდესს, საქართველოს პატრიარქს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა აქვე, მოსახლეობას ხარების დღესასწაული მიულოცა და ბედნიერება უსურვა. „სიხარული, სიყვარული და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენს ოჯახებთან ერთად“ - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)