14:06 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 10:37:18, 832 ნახვა

საზოგადოება
Facebook-მა „ქართულ მარშთან“ და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ანგარიშები და გვერდები წაშალა

კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ „ქართულ მარშთან“ და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ანგარიშები და გვერდები წაშალა.

კომპანიის ცნობით, მარტში საქართველოდან „ფეისბუქის“ 23 ანგარიში, 12 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ 11 ანგარიში წაიშალა, რომელთა სამიზნესაც ქვეყნის შიდა აუდიტორია წარმოადგენდა.

„ფეისბუქის“ განცხადებით, აღნიშნული გვერდები სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის მკვლევარების ანგარიშების შესწავლის საფუძველზე წაშალა. 

ამასთან, კომპანიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აღნიშნულ ქსელსა და პოლიტიკურ პარტია „ქართულ მარშსა“ და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებულ პირებს შორის კავშირი აღმოაჩინა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics