|
2021-04-06 21:09:44, 621 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩა N2ა-N4-ში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩა N2ა-N4-ში გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტის საფარი, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 900 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მცხოვრებლებს და გუდამაყრის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კერძო სკოლის დირექტორს შეხვდა. „კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა მოვაგვარეთ სანზონის დასახლებაში. გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, გუდამაყრის ქუჩა N2ა-ში, სადაც 300-მდე ოჯახი ცხოვრობს, წყალარინების პრობლემური ქსელი შევცვალეთ, ახლა კი კორპუსის ეზოში გზას ვაწესრიგებთ. N4-ში კი კერძო სკოლა „პოლიგლოტი“ მდებარეობს. სკოლის შენობის გვერდით, სადაც ასფალტის საფარს ვაგებთ, იყო დაბინძურებული ტერიტორია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, როგორც მოსწავლეები, ასევე ადგილობრივები, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 102 000 ლარი გამოყო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)