|
2021-04-06 16:29:26, 594 ნახვა
საზოგადოება
ტყვარჩელის ქუჩაზე ბარაკების ადგილას სკვერის მოწყობა მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, ტყვარჩელის ქუჩა N5-ში, სადაც ე.წ ბარაკების ტიპის საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი განხორციელდა, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 1300 კვ.მ ფართობზეგამწვანების სამუშაოები ტარდება. ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, ირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები და იგება რულონური ბალახი. აგრეთვე, სკვერში LED განათების სისტემა დამონტაჟდა და ყველა შესაბამისი ინვენტარი განთავსდება. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „სპორტის სასახლის მიმდებარედ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.ე.წ ბარაკების ადგილას კორპუსის ნაცვლად, სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა, რის შემდეგაც, ბარაკების ტიპის საცხოვრებელ სახლებს დემონტაჟი ჩაუტარდა. სპორტის სასახლის მიმდებარედ, სადაც დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა, უახლოეს მომავალში მოსახლეობას გამწვანებული, კეთილმოწყობილი ახალი დასასვენებელი სივრცე ექნება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. პროექტს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „გრინსერვისი+“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 250 000 ლარი გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)