|
2021-04-06 15:23:32, 632 ნახვა
საზოგადოება
სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, ფართის გაქირავება შესაძლოა, აიკრძალოს
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში შესაძლოა, სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, ფართის გაქირავება აიკრძალოს. როგორც მან აღნიშნა, ფართის მესაკუთრე პაუუხსიმგებლობისგან იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ხელშეკრულებაში მიუთითებს, რომ სოციალური ღონისძიების ორგანიზებისთვის ფართის გადაცემა არ შეიძლება. „უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს, რომ ავკრძალოთ ან შევზღუდოთ ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, რომელიც არის წინასწარ განზრახული. იმ შემთხვევაში გათავისუფლდება მესაკუთრე პასუხისმგებლობისგან, თუ ყველანაირი პრევენციული მექანიზმები ამოწურა, ხელშეკრულებით თავი დაიზღვია, რომ სოციალური ღონისძიება არ უნდა გაიმართოს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ მას ინფორმაცია ექნება, საზედამხედველო უწყებებს ინფორმაციას მიაწვდის. ხედავთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითი დღე მძიმდება. საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს იყენებს იმისთვის, რომ პრევენცია მოხდეს და შემდგომი შეზღუდვები არ დადგეს დღის წესრიგში, ვინაიდან ეკონომიკური მდგრადობა, დასაქმების ადგილები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისევე, როგორც თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)