13:59 - 22 Oct, 2026
|
2021-04-06 13:45:53, 528 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბაღები და სკოლები უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დაიხურება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბაღებისა და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოხდება. როგორც თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეპიდემიის გავრცელების რისკი ბაღებსა და სკოლებში მაღალია. „ბაღებისა და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ამდენად, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ იქნება, ვეცდებით, დიდხანს შევინარჩუნოთ. ეპიდემიის გავრცელების რისკი ბაღებსა და სკოლებში მაღალია, ამდენად ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება, აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)