|
2021-04-06 13:42:24, 830 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - ეპიდემიური სიტუაცია უკიდურესად სარისკოა, ე.წ კომენდატის საათის მოხსნა აბსოლუტურად გაუმართლებელია
ეპიდემიური სიტუაცია უკიდურესად სარისკოა, ე.წ კომენდატის საათის მოხსნა აბსოლუტურად გაუმართლებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. თამარ გაბუნია სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს ე.წ კომენდატის საათის მოხსნასთან დაკავშირებით გამოეხმაურდა და აღნისნა, რომ ის უნდა იყოს პირველი, რომელიც თავად დაუჭერს მხარს საზოგადოებაში ეპიდემიის გავრცელების რისკების შემცირებას. „დღეს ეპიდემიური სიტუაცია არის უკიდურესად სარისკო, ამდენად, ღამით მოძრაობის შეღუდვა ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია, რომელიც ჩვენ შემთხვევები უკონტროლო მატების და მობილობის კონტროლის საშუალებას გვაძლევს, ასე რომ, წმინდა ეპიდემიოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამ შეზღუდვის მოხსნა არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს პირველი, რომელიც თავად დაუჭერს მხარს საზოგადოებაში ეპიდემიის გავრცელები რისკების შემცირებას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)