|
2021-04-06 12:42:01, 676 ნახვა
საზოგადოება
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიერ 15 მაისს ჩანიშნული აქცია ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას
„ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციები ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. მისი თქმით, ქვეყანაში მესამე ტალღა ახლოვდება და შეზღუდვების დაცვა აუცილებელია. „ჩვენი ოპონენტების სიტყვა არ დაიჯერება. ისინი ტყუილს ტყუილზე ამატებენ. ჩვენი ოპონენტების დამოკიდებულება პანდემიისა და მისი სერიოზულობის მიმართ ცნობილია, მათ შორის 15 მაისს ჩანიშნული მიტინგიდან გამომდინარე. ჩვენ ვნახეთ მათგან საპროტესტო აქციები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. საქართველოში ვრცელდება ტყუილი, რომ „კომენდატის საათის“ შეზღუდვა იყოს თითქოს რაიმე ქართული გამოგონება. გადახედონ ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს, თითქმის ყველგან მოქმედებს „კომენდატის საათზე“ შეზღუდვა. ეს მესამე ტალღა ჩვენსკენ მოექანება და არ არის გამორიცხული, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება დაცული ყველა რეგულაცია, ეს შეზღუდვა ჩვენამდეც მოვიდეს და შემდეგ ყველა დაიწყებს ვაი ვიშვიშს. ამიტომ, ჯობია, აქედანვე სერიოზულად მოიქცეს ყველა და დაემორჩილონ იმ წესებს, რომელიც არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 196-ით გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)