|
2021-04-04 10:18:38, 610 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში USAID - ის წარმომადგენლებთან თხილის სექტორის განვითარების მხარდაჭერის საკითხები განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორს მარიკა ოლსონს და პროგრამის კერძო სექტორის განვითარების უფროს მრჩეველს, დავით წიკლაურს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში თხილის სექტორის განვითარების მხარდაჭერის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს წარმომადგენლებს წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობისთვის. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, აგრარული დარგების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ასოციაციების გაძლიერება და ამ მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლებს მხარდაჭერის წინადადებით მიმართა. მარიკა ოლსონის განცხადებით, ქვეყანაში თხილის სექტორის განვითარების ტენდენციები თვალსაჩინო მაგალითია, სხვა კულტურების ასოციაციების განვითარებისთვის და აღნიშნული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)