|
2021-04-03 18:26:54, 574 ნახვა
საზოგადოება
წავკისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
წავკისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. მთაწმინდის გამგეობამ, წავკისში, ალ.ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. „ჩვენ, შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განვაგრძობთ. აღნიშნულ მისამართზე, საავტომობილო გზა აქამდე არ იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებაში უშლიდა ხელს. პროექტი, მოქალაქეების განცხადების საფუძველზე ხორციელდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ, მათ არსებული პრობლემები მოუგავრდებათ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 6 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მიმდინარეობს 350 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე არხის მოწყობა, რისი არარსებობის გამო, უამინდობის დროს, ქუჩებზე ნიაღვარი ღიად მოედინებოდა. უხვი ნალექიაფერხებდა საგზაო მოძრაობას და მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას. საგზაო სამუშაოების კომპანია „პარმა“ ახორციელებს. მისი ღირებულება დაახლოებით, 600 000 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)