|
2021-04-02 13:28:33, 684 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექტორებისთვის ტრენინგი ჩატარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ქვემო ქართლის მხარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებისთვის ტრენინგი ჩატარდა. სწავლება, რომელიც ქ.რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022) ფარგლებში ჩატარდა, მოიცავდა როგორც ატმოსფერული ჰაერის დაცვის ახალი რეგულაციების, რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის, პრობლემური დამბინძურებლების იდენტიფიცირების, ინსპექტირების პროცედურების და კანონაღსრულების, ასევე, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების საკითხებს. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესებისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე და ცენტრის მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებისთვის ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)