13:34 - 22 Oct, 2026
|
2021-04-02 13:13:41, 700 ნახვა
საზოგადოება
5 აპრილამდე საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოში კი +13, +18 გრადუსია მოსალოდნელი. მათივე ცნობით, 4-5 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექიც. დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე დათბება. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს +15, +17, ხოლო 4-5 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)