2021-04-01 17:35:15, 679 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა რუსეთს უსაფრთხოების სიტუაციიის სისტემურ გამწვავებაში ადანაშაულებს
უკრაინის მთავარობა რუსეთს ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოების სიტუაციიის სისტემურ გამწვავებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ტერიოტრიებზე არსებული ვითარების შესახებ „ეუთოს“ უკვე აცნობა.
ასევე როგორც ცნობილია რუსეთ-უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროებისა და მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება, აღნიშნულ ფაქტზე კრემლში განცხადება მალევე გაავრცელეს.
როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთ-უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროებისა და აღჭურვილობის მოძრაობა მოსკოვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და საფრთხეს არავის უქმნის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,