|
2021-04-01 12:08:56, 455 ნახვა
საზოგადოება
გლდანის პირველი მიკრორაიონის N10 და N11 კორპუსების მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე და მინი სპორტული მოედანი მოეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, პირველი მიკრორაიონის N10 და N11 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცისა და მინი სპორტული მოედნის მოწყობა იწყება. სამუშაოების განხორციელების შედეგად, დასასვენებელი, ფიტნეს ზონა და სპორტული მოედანი მოეწყობა. დაიგება ბალახი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, ღია სივრცის ტენისის მაგიდა, განთავსდება სასმელი წყლის სოკო და საქანელა სკამები, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 269 999 ლარი არის გათვალისწინებული. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ძველი სპორტული მოედანი წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო. ადგილმონაცვლეობის შედეგად, ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცა. ამის შემდეგ, მოსახლეობასთან შეთანხმებით, გაკეთდა პროექტი და ამჟამად, გამგეობა სკვერისა და მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებს იწყებს. გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე კონსტანტინე ზარნაძე მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)