|
2021-03-31 17:26:25, 487 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის III მიკრორაიონში დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია დაიწყო
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის N1-8 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ტერიტორიაზე, რომელიც 7 500 კვ. მ ფართობს მოიცავს, რამდენიმე სხვადასხვა ზონა შეიქმნება. მათ შორის, სავარჯიშო სივრცე, სადაც ტრენაჟორები დამონტაჟდება; საბავშვო-გასართობი ზონები - სხვადასხვა ატრაქციონით ფიზიკური აქტივობებისთვის; მოსასვენებელი პავილიონები და სხვა ურბანული ავეჯი. პარკის სავალი ბილიკები მოპირკეთდება ფილებით, დამონტაჟდება განათების ქსელი, სასმელი წყლის ე.წ. „სოკო“. გარდა ამისა, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები შესრულდება - დაირგვება სხვადასხვა სახის მცენარეები და ბალახი. ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ბირბიჩაძესთან ერთად შეხვდა და პარკის მოწყობის პროექტი გააცნო. „დავიწყეთ მასშტაბური პროექტის განხორციელება - ადგილობრივების თხოვნით, ნუცუბიძის III მიკრორაიონში განთავსებულ დიდ პარკს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია. საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, სადაც მიმდებარე კორპუსების სხვადასხვა ასაკის მცხოვრებლები ხშირად იკრიბებიან. ჩვენი პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია ყველა ამ ადამიანის ინტერესი და მოთხოვნა. კეთილმოწყობილ და გამწვანებულ გარემოში შექმნილი იქნება ყველა პირობა სასიამოვნო და კარგი დასვენებისთვის“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ. პარკის განახლების პროექტების ღირებულება 984 000 ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)