|
2021-03-31 15:19:31, 1204 ნახვა
საზოგადოება
საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსი ონლაინ გაიმართება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 12-16 აპრილს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო ონლაინ კურსს გამართავს. სწავლებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 7 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი. საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც საშუალება ექნება, გაეცნოს ამ დარგის საკანონმდებლო ბაზას, შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. კურსის თემატიკაა: დოკუმენტების შედგენა; დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და მართვა; ელექტრონული დოკუმენტი და ელექტრონული დოკუმენტბრუნვა; დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტების შენახვის ვადები; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა; საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება; დაწესებულების არქივის მუშაობის ორგანიზაცია და სხვ. კურსის ხანგრძილობაა 10 აკადემიური საათი. კურსის ღირებულებაა 150 ლარი. სასწავლო კურსებზე რეგიტრაციის პირობები და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/erovnuli-arkivi-atskhadebs-mighebas-sakmistsarmoebisa-da-saarkivo-sakmis-sastsavlo-kursze.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)