|
2021-03-31 13:39:41, 605 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე: გამოჩნდა კლასტერული შემთხვევების ტენდენცია - წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება
გამოჩნდა კლასტერული შემთხვევების ტენდენცია, რაც პირველი ნიშანია, რომ განგაშის ზარს გონგი შემოვკრათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტორილის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღაში შევიდეს. „რა თქმა უნდა, არავის არ ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია მაგონებს დაახლოებით, იმ ეპიდსიტუაციას, რაც ჩვენ გვქონდა სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. თუ ჩვენ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, არ არის გამორიცხული, რომ შევიდეთ მესამე ტალღაში. უმორჩილესად გთხოვთ, მაქსიმალურად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, რომ კორონავირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია. კი, სერიოზულად შევამცირეთ ინციდენტობა და დადებითობის მაჩვენებელი, მაგრამ ჯერ შორს ვართ. გუშინწინ და გუშინ ჩვენ გადავცდით 600-იან ზღვარს, რაც არ გვქონია თებერვლის დასაწყისის შემდეგ. ამიტომ, გამოჩნდა ტენდენცია კლასტერული შემთხვევების, რომელიც პირველი ნიშანია, რომ შემოვკრათ განგაშის ზარს გონგი. გვაქვს კლასტერული მცირე ეპიდაფეთქებები „აჭარა ტექსტილში“, კასპის რაიონში, ცაგერში და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)