|
2021-03-29 21:25:07, 1115 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ავტოიმპორტიორების მხარდაჭერის მიზნით, დაგეგმილი საკანონმდებლო სიახლეები, რომლებიც ავტომობილების იმპორტის, ტრანზიტის და რეექსპორტის ხელშეწყობისა და კონტროლის პროცედურებს შეეხება. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, იმპორტიორი უფლებამოსილი იქნება დადგენილი წესის შესაბამისად, დაიბრუნოს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი იმპორტის გადასახადი და აქციზი 100 პროცენტის თუ აღნიშნული მსუბუქი ავტომობილი გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას 180 კალენდარული დღის განმავლობაში (მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 90 კალენდარული დღის ნაცვლად). ამასთან ცვლილების თანახმად, საბაჟო საწყობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების განსათავსებელ ადგილებზე შესაძლებელი იქნება, ერთ სივრცეში (შერეულად) განთავსდეს, როგორც გაფორმებული, ასევე გასაფორმებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ავტოიმპორტიორებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხები მიეღოთ. შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები მერაბ არახამია და კიაზო ახალაია ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)