|
2021-03-28 15:00:57, 555 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - თუ ექიმები გადაწყვეტენ და ამიხსნიან კარგად რა ვაქცინაა, მზად ვარ ხალხი გავამხნევო და მთელი საქართველოს თვალწინ ავიცრა
თუ ექიმები გადაწყვეტენ და ამიხსნიან კარგად რა ვაქცინაა, მზად ვარ ხალხი გავამხნევო და მთელი საქართველოს თვალწინ ავიცრა, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა. მეუფე ნიკოლოზი ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი მოვლენები ხდება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ვაქცინა გამოყენებიდან ამოიღონ. „ძალიან ამაღელვა ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებამ. ძალიან მძიმე შემთხვევა იყო, მაგრამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ ასეთი მოვლენები ხდება. ეს ერთი შემთხვევა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ ვაქცინა გამოყენებიდან ამოვიღოთ, მოხდა ასეთი რამ და ძალიან სამწუხაროა. მე ექიმებსაც ვუთხარი და თქვენც მინდა გითხრათ, თუ დამარწმუნებენ კამერების წინაშე, ამიხსნიან კარგად რა ვაქცინაა და შემდეგ მოისმენენ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის ეს აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ კამერების წინაშე მთელი საქართველოს თვალწინ ავიცრა. მგონია, რომ ეს აცრა არ მჭირდება, მაგრამ თუ ექიმები გადაწყვეტენ, აუცილებლად ავიცრები, რომ ხალხი გავამხნევო“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)