|
2021-03-28 14:30:56, 608 ნახვა
საზოგადოება
მეუფე სტეფანე - ვინც ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხს არ მოინანიებს ზიარება ეკრძალება
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა დღეს წირვა აბაშის საკათედრო ტაძარში ჩაატარა. მიტროპოლიტმა სტეფანემ წირვის შემდგომ ქადაგებისას აღნიშნა, რომ „ეკლესიაზე თავდასხმასა და ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში მონაწილე“ ბერებს, მონაზვნებსა და საერო პირებს ზიარების უფლება აუკრძალა. „ვინც მონაწილეობდა ეკლესიაზე თავდასხმაში და ვინც მონაწილეობს ამბოხში, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგაა და ეხლაც გრძელდება თავისი სხვადასხვა გამოხატულებით, ყველამ მოინანიოს. ამ ეტაპზე პირველ რიგში ერისკაცებს მივმართავ, მოინანიონ და თხოვონ შენდობა თავის მოძღვარს, ვინც არ მოინანიებს ზიარება ეკრძალება, ვინც არ არის ქრისტიანი იმისთვის ეს არაფერი არ არის და საერთოდაც არაფერი არსებოობს, ჰოდა ბერებს და მონაზვნებს ვინც ამ ამბოხში მონაწილეობდა და არ მოინანია დღეიდან ზიარება ეკრძალება,, სანამ არ მოინანიებენ. ზუსტად უნდა ვიცოდე მოხდა თუ არა ეს და იმ შემთხვევაში მოეხსნებათ ეს აკრძალვა. ეს არ იქნება საჯარო, უბრალოდ ჩემთან მოვიდნენ და შენდობა მთხოვონ“, - აცხადებს მეუფე სტეფანე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)