13:09 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-27 14:41:31, 772 ნახვა

საზოგადოება
ექიმის განცხადებით, კახა კალაძის დიაგნოზი დაზუსტდა, სახეზეა ვესტიბულოპათია

თბილისის მერს კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ კარდიოლოგმა, პროფესორმა ზურაბ ფაღავამ განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძის დიაგნოზი დაზუსტდა და სახეზეა ვესტიბულოპათია.

„ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ის ატარებდა ე.წ. სამუშაო ხასიათს. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილობა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით“, - განაცხადა ზურაბ ფაღავამ.

ცნობისთვის, გუშინ თბილისის მერმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ ის დისტანციურ რეჟიმში მუშაობს, რადგან ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics